Thursday, November 6, 2014

  ჩვენი სოფლის შემოგარენში უამრავი ისტორიულ-გეოგრაფიული ობიექტია, რომელთა სახელწოდებებსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვთ. შევეცადეთ შეძლებისდაგვარად გაგვერკვია ტოპონიმების წარმომავლობა. ამისათვის ჩავატარეთ პატარა კვლევა.
  მოვინახულეთ ეს ადგილები, გადავუღეთ სურათები და ჩავატარეთ ანკეტური გამოკითხვა სოფლის მოსახლეობაში. აღმოჩნდა რომ მოსახლეობის უმრავლესობა იცნობს ამ ადგილებს ძალიან კარგად, მაგრამ სამწუხაროდ, ტოპონიმების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.
  შემდეგ მოვინახულეთ სოფლის უხუცესები იოსებ მთიბელაშვილი, ისრაფილ მუსაშვილი და შოთა მჭედლური, რომლებმაც საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეს. ამასთან ერთად გამოვიყენეთ დამხმარე ლიტერატურა და წარმოგიდგენთ ჩვენს ნაშრომს.