ლაფანყური

              ამ ტოპონიმს შინაარსობრივი  ანალიზი ორგვარად შეიძლება:

 1.   ლაფიანი ყურე - ლაფანყურე ლაფანყური.   ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოა, რადგან რამდენი ლაფიც არ უნდა ყოფილიყო ამ ადგილას, ხალხი თავის სოფელს დამამცირებელ სახელს არ   დაარქმევდა

 2. უფრო სარწმუნო გვეჩვენება ტოპონიმის ამგვარი ანალიზი: 

  ლაფნიანი ყურე - ლაფნიანყურე - ლაფანყურე - ლაფანყური. ლაფანი ხე-მცენარის სახელია. თუ გავითვალისწინებთ რომ ლაფანი ლოპოტის ხეობაზე და მთელ ამ ახლო-მახლო ადგილებში მხოლოდ თანამედროვე სოფლის მიდამოებში გვხვდება, მაშინ უფრო სარწმუნოდ ტოპონიმის ახსნის ეს ვარიანტი უნდა მივიჩნიოთ.



No comments:

Post a Comment